გივი მიქანაძე სერბეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ევროსაბჭოს დამკვირვებლის სტატუსით აკვირდება

გივი მიქანაძე სერბეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ევროსაბჭოს დამკვირვებლის სტატუსით აკვირდება

გივი მიქანაძე სერბეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ბელგრადში, სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ახორციელებს დაკვირვებას.

მიქანაძე ბელგრადში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში იმყოფება. მასთან ერთად არჩევნების მონიტორინგის გუნდში არის ესპანეთის სენატის სენატორი ლაურა კასტელო.

სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის დეპუტატებს, რეგიონულ კანომდებლებსა და ასევე დედაქალაქის მერს ირჩევენ.