ლევან ხაბეიშვილი: ხელისუფლებას ეს კანდიდატის სტატუსი არ უნდოდა, ამ პროცესის ერთადერთი გამარჯვებული ქართველი ხალხია

ლევან ხაბეიშვილი: ხელისუფლებას ეს კანდიდატის სტატუსი არ უნდოდა, ამ პროცესის ერთადერთი გამარჯვებული ქართველი ხალხია

ხელისუფლებას ეს კანდიდატის სტატუსი არ უნდოდა, ამ პროცესის ერთადერთი გამარჯვებული ქართველი ხალხია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს ამ პროცესს - ქართველი ხალხი. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. ისინი [ხელისუფლება] არაფერს შეასრულებენ, მათ ეს კანდიდატის სტატუსი არ სჭირდებოდათ, არ უნდოდათ. ამიტომ ნუ გვექნება ილუზია, რომ ისინი რამეს გააკეთებენ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

14 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.