ინგრედიენტები
200 გრამი წიწიბურა
200 გრამი ბრინჯი
3 თავი ხახვი
ცოტაოდენი ქინძი და ოხრახუში
წიწაკა
მარილი, პილპილი
ფქვილი ამოსავლებად
მომზადება
წიწიბურა და ბრინჯი მოვხარშოთ, შემდეგ კი გავატაროთ მანქანაში. ასევე გავატაროთ ქინძი, ოხრახუში და ხახვი. მიღებულ მასას დავამატოთ წიწაკა, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მივცეთ კატლეტის ფორმები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე.