მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუს უჩვეულო შემადგენლობა გამოავლინეს, რომელსაც ვერ ხსნიან

მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუს უჩვეულო შემადგენლობა გამოავლინეს, რომელსაც ვერ ხსნიან

მეცნიერები NASA-ს მიერ მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში ასტეროიდ ბენუზე მოპოვებულ ნიმუშებს იკვლევენ, რომლებიც დედამიწაზე ჩამოვიტანეთ. მათ იქ ორგანულ მოლეკულებსა და უჩვეულო მატერიას მიაგნეს, რომლის მსგავსიც სხვა მსგავს ობიექტებში არ შეხვედრიათ.

ნიმუშების ანალიზის პირველი დეტალური შედგები სპეციალისტებმა 12 დეკემბერს გამოაქვეყნეს.

"ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ წინაშეა ჰიდრატული, ორგანული მატერიით მდიდარი ნარჩენები, რომლებიც ადრეულ მზის სისტემას ეკუთვნის. თითქმის 20 წლის წინ, მისიის იდეის გაჩენისას, სწორედ ამის იმედი გვქონდა", — აცხადებენ სპეციალისტები.

მათ მიერ გამოკვლეული ნიმუშები კაფსულის გარეთა ნაწილიდანაა მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ ისინი ძალიან მუქი შეფერილობისაა, 1 მილიმეტრიდან 1 სანტიმეტრამდე ზომის ფრაგმენტების სახითაა წარმოდგენილი და შრეებიანი ტექსტურა აქვს. ასევე, ავტორები ამბობენ, რომ ეს მატერია ყველაფერს ეკვრის, რითაც ეხებიან.

სპექტროსკოპის მეშვეობით მეცნიერებმა ნიმუშების შემადგენლობა დაადგინეს, რისთვისაც მათი სპექტრული კვალი შეისწავლეს, ანუ არეკლილი სინათლის ტალღები. აღმოჩნდა, რომ დომინანტური სპექტრი ლურჯია, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ მსგავსი სხეულები უფრო მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე ნავარაუდებია.

რაც შეეხება "ამოუხსნელ" მატერიას, მასში დიდი ოდენობით მაგნიუმის, ნატრიუმისა და ფოსფორის კომბინაციაა.

"უკვე დიდი ხანია, მეტეორიტებს ვიკვლევ, მაგრამ აქამდე ასეთი არაფერი მინახავს. ამჟამად ეს ჩვენთვის თავსატეხია. მაინც რა მატერიაა ეს?", — ამბობს მეცნიერი დანტე ლორეტა.

უნდა ითქვას, რომ დამატებითი გრუნტი TAGSAM-ად წოდებულ მექანიზმშია, რომლის გახსნასაც ცდილობენ. ეს პროცესი მარტივი არაა, რადგან მისი 35 მომჭერი ოფიციალურად დაშვებული ხელსაწყოებით ვერ მოიხსნება. საქმე ისაა, რომ სპეციალისტები ხელთათმანიანი კონტეინერიდან მუშაობენ, რაც კონკრეტულ რეგულაციებს ექვემდებარება. ეს ნიმუშების დაბინძურებისგან დაცვას ემსახურება.