გიორგი კახიანი: დღეს უაღრესად პოზიტიური დღეა, ჩვენ შევძელით ის, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ერთ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირში ინტეგრაციისკენ

გიორგი კახიანი: დღეს უაღრესად პოზიტიური დღეა, ჩვენ შევძელით ის, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ერთ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირში ინტეგრაციისკენ

დღეს უაღრესად პოზიტიური დღეა. ჩვენ შევძელით ის, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ერთ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, ნამდვილი მიზნისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიზანია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი დამსახურება

„იმის იმედიც მაქვს, რომ ევროკავშირში ჩვენი სრული, საბოლოო ინტეგრაციაც კიდევ უფრო მალე მოხდება, ვიდრე ვინმეს შეიძლება ვინმეს წარმოგვიდგენია. დღევანდელი დღე პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი დამსახურებაა, ჩვენ ურთულესი გზა გავიარეთ, ეს არ იყო მარტივი გზა და ფაქტობრივად, წითელ ხაზზე მოგვიწია სიარული და ერთი პატარა შეცდომაც რომ მოგვსვლოდა, მითუმეტეს იმ რთულ ფონზე, რაც ჩვენ რეგიონშია, შეიძლებოდა ეს ძალიან ძვირად დაგვჯდომოდა, მაგრამ ხელისუფლებამ შევძელით ის, რომ სწორი მიმართულებით, სწორად ვიარეთ და მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ეს ვერანაირად ვერ მოხდებოდა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსახლეობას, მათი უდიდესი დამსახურებაა ის შედეგი რაც დღეს გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთი დიდი ნაბიჯი და ძალიან მალე, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება მოსახლეობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი რაც არის, ევროკავშირის წევრობა, ეს დღეს ძალიან მალე დადგეს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.