მაია ბითაძე: კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მომხდარა სპონტანურად - ეს ძალიან დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს ჩვენს სახელმწიფოში

მაია ბითაძე: კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მომხდარა სპონტანურად - ეს ძალიან დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს ჩვენს სახელმწიფოში

მინდა მთელ საქართველოს, ყველა მოქალაქეს მივულოცო ის უდიდესი გამარჯვება, რასაც ევროპულ გზაზე მივაღწიეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„განსაკუთრებით მძიმე იყო ბოლო წელი, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლების, მოსახლეობის მონდომება და ძალისხმევა სათანადოდ დაფასდა ევროპელი პარტნიორების მხრიდან და მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მომხდარა სპონტანურად. ეს ძალიან დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს ჩვენს სახელმწიფოში. ეს არის ყოველდღიური რუტინული შრომა სხვადასხვა მიმართულებით, რამაც საბოლოო ჯამში, ეს დიდი გამარჯვება მოგვიტანა. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება იყო კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლა“, - აღნიშნა ბითაძემ.