გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის ფილმებში სირიუს ბლექის როლმა გადაარჩინა

გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის ფილმებში სირიუს ბლექის როლმა გადაარჩინა

მსახიობი გარი ოლდმანი, რომელიც ჰარი პოტერში სირიუს ბლექის როლს თამაშობს, ამბობს, რომ ამ ფილმებმა გადაარჩინა. გადაღებისას მსახიობი 2 შვილის მარტოხელა მშობელი იყო და როლი საშუალებას აძლევდა, ზედმეტად დატვირთული არ ყოფილიყო, კარგი შემოსავალი ჰქონოდა და თავისუფალი დრო შვილებთან გაეტარებინა.

"ერთ დღესაც, 42 წლის ასაკში, განქორწინებულმა, ორ ბავშვზე სრული პასუხისმგებლობით გავიღვიძე. ეს ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან იმ პერიოდში მსახიობებს ფილმების გადასაღებად მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას უწევდათ მოგზაურობა. ამის გამო ბევრ სამსახურზე მომიწია უარის თქმა.

ჰარი პოტერისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი. ჰარი პოტერის და ბეტმენის ფილმებმა მიხსნეს, რადგან ამ როლებს ცოტა დროს ვუთმობდი, თუმცა შესანიშნავი ანაზღაურება მქონდა და ბავშვებთან სახლში მეტ დროს ვატარებდი", — ამბობს ოლდმანი.

მსახიობმა სირიუს ბლექის როლი ჰარი პოტერის სამ ფილმში მოირგო, სანამ მისი პერსონაჟი ტრაგიკულად დაიღუპებოდა, DC-ის შავი რაინდის ტრილოგიაში კი მან პოლიციის ოფიცრის როლი მოირგო. ოლდმანის თქმით, თავის პირველ შვილ ალფის საკმარის დროს ვერ უთმობდა, ამიტომ როდესაც სხვა შვილებთან ამის გამოსწორების შანსი მიეცა, გამოიყენა კიდეც.

მსახიობმა გაიხსენა, რომ შავი რაინდის გადაღებები ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა, რის გამოც ქვეყნიდან გაფრენა 27-ჯერ დასჭირდა, რათა დასვენების დღეები შვილებთან გაეტარებინა.