ანდრე ბრაუერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ანდრე ბრაუერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

სერიალის „ბრუკლინი ცხრა-ცხრა“ ვარსკვლავის, ანდრე ბრაუერის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობს, რომელიც შოუში კაპიტან რეიმონდ ჰოლტის როლს ასრულებდა, დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ დაუსვეს.

ბრაუერი 13 დეკემბერს, 61 წლისა გარდაიცვალა.

ბრაუერი ჩიკაგოში დაიბადა და სამსახიობო კარიერის დაწყებამდე სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. ის 11-ჯერ იყო წარდგენილი „ემიზე“, და ორჯერ გახდა ამ ჯილდოს მფლობელი როლებისთვის სერიალში „მკვლელობა: ცხოვრება ქუჩაში“ და ფილმში „ქურდი“. ბრაუერს დარჩა ცოლი და სამი ვაჟი.