ირაკლი კობახიძე: ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა სერიოზული ეკონომიკური წინსვლა

ირაკლი კობახიძე: ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა სერიოზული ეკონომიკური წინსვლა

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა სერიოზული ეკონომიკური წინსვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დაბალანსებულად არის ასახული გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა დარგზე, სხვადასხვა სფეროზე.

„2021-22-23 წლები აღინიშნა სერიოზული ეკონომიკური ზრდით, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ჯამში 60 პროცენტით გაგვეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს თავის მხრივ იძლევა საშუალებას, რომ გაიზარდოს დანახარჯები სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. ეკონომიკამ ყველა მიმართულებით მოგვცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება. რაც მთავარია, დაბალანსებულად არის ასახული გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა დარგზე, სხვადასხვა სფეროზე და ეს იყო ჩვენთვის, პარლამენტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი,“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.