ამ ქალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო - პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ახლა ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა, მოდის და ცდილობს საზოგადოებას მოაჩვენოს, რომ მას ეზეიმება. უბრალოდ ამბავში უნდა გაერიოს. ამ ადამიანს არ აქვს ლეგიტიმაცია, რომ იქ იყოს. იმპიჩმენტი შემთხვევით არ გამოვუცხადეთ მას. ვიცი, რომ ის სცენარში გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული - ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ფორმალური პრეზიდენტი გამომსვლელთა სიაში არ არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მდინარაძემ.