ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ასე გავაგრძელებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ მსვლელობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენი ერთგვარი ბუნებრივი სლოგანია „ღირსებით ევროპისკენ“. ჩვენ ვამბობდით ყოველთვის ამას, ჩვენ გვინდა ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ. თუ ვინმეს სხვანაირად წარმოუდგენია ეს პროცესი, წარმოუდგენია ისე, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ნაცვლად იმისა, რომ საბოლოო ჯამში კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ეს ასე არ იქნება. ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ასე გავაგრძელებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ მსვლელობას“, - აღნიშნა კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.