მინდა ჩვენს ქვეყანასა და თითოეულ მოქალაქეს მივულოცო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ფიქრობდა ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენმა ქვეყანამ ძნელ გზაზე ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველომ გაიარა ურთულესი გზა და ამ პირობებში მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებას. ჩვენ შარშან დაუმსახურებლად არ მოგვცეს სტატუსი. არასწორად დაიბლოკა ეს საკითხი და ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ საბედნიეროდ, წელს ეს გამოსწორდა და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.