12 პრიორიტეტის შესრულებით დავამტკიცეთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, 9 ახალი პრიორიტეტიც შესრულდება.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არამარტო გვსურს, არამედ შეგვიძლია საქმის კეთება ევროინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა 9 პრიორიტეტის შესასრულებლადაც“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თმით, კარგი იქნება, თუ პროცესში ოპოზიციაც ჩაერთვება, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.