ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი იყო საბოტაჟის ავანგარდში და ისეთ ადამიანებს, ვინც ყველაფერს აკეთებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, მითუმეტეს, საზეიმო სცენაზე

ისეთ ადამიანებს, ვინც ყველაფერს აკეთებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე მითუმეტეს, საზეიმო სცენაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, ვინც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატი სტატუსი. მათ შორის ერთ-ერთი ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მითუმეტეს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“, - აღნიშნა კობახიძემ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.