შალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება, როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა

შალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება, როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა

გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება, როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება - ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპული ქრისტიანი ერი და საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთ ბასტიონი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. გილოცავთ ამ დღეს და გთხოვთ ფეხზე წამოუდგეთ ევროპის ჰიმნს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.