მიუხედავად რყევისა, მიუხედავად ურთულესი პერიოდისა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა, საქართველომ მიიღოს ის, რასაც ასე ველოდით, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ყველას ვულოცავ, ეს მართლაც ისეთი წინ სავალი ნაბიჯია, რომელსაც გაათმაგებული პასუხისმგებლობა მოაქვს. არ იყო ეტაპი, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა სწრაფვა ევროპისკენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ეს იქნება უსაფრთხოება, ეს იქნება ნამდვილად წარმატება“, - აღნიშნა თამარ ცაგარეიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.