ნიკუშა შენგელაია: ევროპა ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ევროპა ჩვენი მენტალობაა. ეს არის ჩვენი კულტურის წიაღი

ნიკუშა შენგელაია: ევროპა ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ევროპა ჩვენი მენტალობაა. ეს არის ჩვენი კულტურის წიაღი

ევროპა ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ევროპა ჩვენი მენტალობაა. ეს არის ჩვენი კულტურის წიაღი, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„დღეს ძალიან სასიხარულო დღეა. ეს არა მხოლოდ დღევანდელი დღე და გუშინდელი დღეა, არამედ ეს არის საქართველოს ძალიან ბევრი თაობის ოცნება, ძალიან დიდი პიროვნებების, რომ უნდოდათ საქართველოს ევროპასთან დაახლოება და გაერთიანება.

ევროპა ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ევროპა ჩვენი მენტალობაა. ეს არის ჩვენი კულტურის წიაღი. აქედან მოდიოდა ეს დიდი ქრისტიანული კულტურა, ბიზანტიას ვგულისხმობ, საბერძნეთს, საქართველოს და ასე შემდეგ. ასე, რომ ეს ძალიან დიდი ოცნება დღეს ასე დაგვირგვინდა, რეალურად განხორციელდა“, - განაცხადა შენგელაიამ.

შარლ მიშელის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ