შალვა პაპუაშვილი: მინდა ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებს მივულოცო ეს გადაწყვეტილება - მათმა გმირულმა ბრძოლამ განაპირობა ევროკავშირის გამოფხიზლება იმ ძილისგან, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მიმართ იყო

შალვა პაპუაშვილი: მინდა ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებს მივულოცო ეს გადაწყვეტილება - მათმა გმირულმა ბრძოლამ განაპირობა ევროკავშირის გამოფხიზლება იმ ძილისგან, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მიმართ იყო

მინდა ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებს განსაკუთრებით მივულოცო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მათმა გმირულმა ბრძოლამ განაპირობა ევროკავშირის გამოფხიზლება იმ გარკვეული ძილისგან, რომელიც იყო ევროკავშირის გაფართოების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მინდა უკრაინას ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. ასევე მინდა მივულოცო მოლდოვას, ბოსნია და ჰერცეგოვინას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ