ქართველ ხალხს მინდა მივულოცო ეს დღე. ეს დღეს ჩვენი დამსახურებაა. არავისთვის არ გვაქვს დასამტკიცებელი ჩვენი ევროპელობა - ის თუ საიდან მოვიდივართ, ვინ ვართ, საით მივდივართ, ამას ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვამტკიცებდით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის ჭეშმარიტება, რომელსაც თვალს ვერავინ აარიდებს - საქართველო არის და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ჩვენს საჯარო მოხელეებს, რომლებმაც წლების განმავლობაში თავიანთი შრომით შესაძლებელი გახადეს ეს გადაწყვეტილება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, ვინც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველს. ყველას, ვინც ერთი აგური მაინც დადო იმისთვის, რომ იყოს წარმატებული თავის პროფესიაში. ყველა ეს აგური აშენებს ჩვენს ევროპულ ოჯახს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.