არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: ჩვენთვის მიუღებელია, როცა ვინმე საქართველოს უპირისპირდება - ჩვენ ეს დამოკიდებულება დავამარცხეთ და დღეს საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: ჩვენთვის მიუღებელია, როცა ვინმე საქართველოს უპირისპირდება - ჩვენ ეს დამოკიდებულება დავამარცხეთ და დღეს საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

არ ველით რომ რადიკალური ოპოზიცია ხვალიდან სხვანაირი გახდება და შეიცვლის თავის არსს და თავის სამოქმედო გეგმას, მაგრამ ერთი რამის მჯერა, რომ ჩვენს მიმართ კრიტიკულად განწყობილ იმ ადამიანებსაც კი უხარიათ, რომლებსაც თავისი ქვეყანა მართლა უყვართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს მიუღებლობა კრიტიკულ აზრთან, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია, როცა ვინმე უპირისპირდება საქართველოს, ვინც საქართველოს ოპოზიციაშია და არა ხელისუფლების. ჩვენ ეს დამოკიდებულება დავამარცხეთ და საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.