ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო  ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპელ ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო  ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპელ ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის

საქართველო  ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტს- შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს-ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის მადლობას უხდის.

"საქართველო  ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპულ საბჭოს, ევროპელ ლიდერებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს-შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს-ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს - ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ვრჩებით მიზნის ერთგულნი და მოუთმენლად ველით  წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

https://twitter.com/gharibashvilige/status/1735361054085877839?s=46&t=yQhgcO8K86qHgRcab0PqPA