ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის. გილოცავთ!“, - ნათქვამია მილოცვაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.