ინგრედიენტები
1 კგ. ფქვილი
1 ცალი კვერცხი
160 გრამი კარაქი
400 მლ/ლ ნელთბილი წყალი
1 ჩ/კ მარილი
70 გრამი მოხარშული ბრინჯი
5 ცალი კვერცხი
200 გრამი ახალი ტარხუნა
200 გრამი მწვანე ხახვი
მწიკვი შავი წიწაკა
1 ჩ/კ მარილი
5 გრამი კარაქი
10 მლ/ლ ზეთი
მომზადება
მოცემული ინგრედიენტებით მოამზადეთ ფენოვანი ცომი. იხილეთ: ფენოვანი ცომის მომზადების წესი.
მოაცალეთ ტარხუნის ღეროებს ფოთლები და დაჭერით ისინი ხახვთან ერთად. მოხარშეთ 3 ცალი კვერცხი და დაჭერით პატარა კუბიკებად. დანარჩენი ორის გული და ცილა განაცალკევეთ ერთმანეთისგან.
გააცხელეთ ტაფა და მოასხით ზეთი. შუშეთ ხახვი და ტარხუნა მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში. თან მუდმივად ურიეთ.
თასში ერთმანეთს შეურიეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი, 2 კვერცხის ცილა, მარილიან წყალში მოხარშული ბრინჯი, მოშუშული ხახვი და ტარხუნა, მწიკვი წიწაკა და 1 ჩაის კოვზი მარილი.
ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომის 2/3 ნაწილი დაახლოებით 6 მილიმეტრის სისქის 22×42სმ ზომის ოთხკუთხედად. გაანაწილეთ მასზე ტარხუნის მასა ისე, რომ დაგრჩეთ 6-6სმ ზომის თავისუფალი კიდეები და ჩარჩოსებურად გადააკეცეთ ისინი ზემოდან. გააბრტყელეთ ცომის დარჩენილი 1/3 ნაწილი 16×36სმ ზომის ოთხკუთხედად და დააფარეთ ტარხუნის ჭრილს ზემოდან.
გათქვიფეთ 2 კვერცხის გული 5 გრამ კარაქთან ერთად და მოაცხეთ ტარხუნის ღვეზელის ზედაპირს. შედგით ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი ყავისფერი შეფერილობის არ გახდება.