ცნობილ ანიმაციურ ფილმ Kung Fu Panda-ს მეოთხე ნაწილს დიდ ეკრანებზე სულ მალე ვიხილავთ. ფილმის პირველი ტრეილერის ხილვა მაყურებელს უკვე შეუძლია. მთავარი გმირის, პოს, გამხმოვანებელი კვლავაც მსახიობი ჯეკ ბლექი იქნება.
ტრეილერის მიხედვით, ახალ ფილმში პო ემზადება, რომ დრაკონის მებრძოლის როლი დათმოს და სულიერი წინამძღოლი გახდეს, თუმცა ამისთვის ჯერ მას თავისი მემკვიდრე მელას გაწვრთნა მოუწევს. მელას როლს მსახიობი და რეპერი Awkwafina გაახმოვანებს.
ფილმში ჯეკი ჩანი, ვაიოლა დევისი და სხვა ცნობილი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. ჯეკი ჩანი კვლავაც მასტერ მაიმუნს განასახიერებს, დევისი კი ბოროტმოქმედი ქამელეონის პერსონაჟს გაახმოვანებს.
კომპანია DreamWorks-მა ტრილოგია 2016 წელს Kung Fu Panda 3-ით დასრულდა, ამის შემდეგ კი ნეტფლიქსზე იმავე პერსონაჟებზე გადაღებული ანიმაციური სერიალიც ვიხილეთ. წლების შემდეგ კუნგ ფუ პანდა სრულმეტრაჟიანი ფილმით ბრუნდება.
DreamWorks-მა 2022 წელს დაადასტურა, რომ პროექტზე მუშაობა დაიწყეს, მისი რეჟისორი კი მაიკ მიტჩელი იქნება. ფილმის პრემიერა 8 მარტს შედგება.