ბრედლი კუპერი ფილმ „მაესტროს“ პრემიერაზე თავის შვილთან ლეა დე სენთან ერთად მივიდა

ბრედლი კუპერი ფილმ „მაესტროს“ პრემიერაზე თავის შვილთან ლეა დე სენთან ერთად მივიდა

ბრედლი კუპერი ფილმ „მაესტროს“ პრემიერაზე თავის შვილთან ლეა დე სენთან ერთად მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.

ფილმის რეჟისორი და მსახიობი თავის 6 წლის შვილთან ერთად, ლოს-ანჯელესში პრემიერის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. მამა-შვილი კამერებთან ხელჩაკიდებული პოზირებდა.

ეს ლეასთვის პირველი წითელი ხალიჩა იყო. გოგონას ცხოველის პრინტის კაბა ეცვა და ხელში წითელი ჩანთა ეკავა. ბრედლი კი მუქ ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და თავის კოლეგებთან ერთად პოზირებდა.

კუპერი ფილმ „მაესტროს“ რეჟისორი, პროდიუსერი და ვარსკვლავია. ფილმში მან ცნობილი კომპოზიტორის, ლეონარდ ბერნსტაინის როლი შეასრულა. ფილმი კინოთეატრებში უკვე გამოსულია, ხოლო Netflix-ზე 20 დეკემბერს გამოქვეყნდება.