ბრიტანელი ავტორის, ჯოან როულინგის წიგნის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ პირველი გამოცემის ეგზემპლარი აუქციონზე 55 104 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ინფორმაციას აუქციონის სახლი Hanson-ი ავრცელებს.
წიგნი 1997 წელს არის გამოცემული. 26 წლის წინ ის შოტლანდიის ერთ-ერთ მაღაზიაში თავისი შვილებისთვის ადგილობრივმა ქალმა 10 გირვანქად იყიდა. 11 დეკემბერს ქალმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, წიგნის გაყიდვა გადაწყვიტა.
„ჩემი ბავშვები უკვე გაიზარდნენ და ვიფიქრე, რომ დროა ლიტერატურის ამ უიშვიათესმა ნაწილმა სიამოვნება სხვებს მიანიჭოს“, - განაცხადა მან.
ჯოან როულინგის წიგნის პირველი ტირაჟი სულ რაღაც 500 ეგზემპლარს შეადგენდა, მათგან გაყიდვაში მხოლოდ 200 მოხვდა.