სალომე ზურაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია

სალომე ზურაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დასმულ კითხავს უპასუხა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია. მისი თქმით, ის არ აკეთებს კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ამბობს, რომ ვინმეს იწყალებს.

„ეს არ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ მან უზარმაზარი როლი ითამაშა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე, არა მხოლოდ მან, არამედ შევარდნაძემაც. ის იყო პირველი, ვინც გახსნა ჭიშკარი. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა განაცხადა: "მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი". ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობებს, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, შემდეგ ცოტა ავტოკრატიულად გადაქცევის ტენდენცია აქვთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არაერთხელ აქვს ნათქვამი „არა და არასდროს“.