შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1946 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 14 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა რომ, ალექსანდრე ს-მ ნარკოტიკული საშუალება რუსეთის ფედერაციიდან ამანათით მიიღო. სპეციალურ შეკვრაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ქალის ფეხსაცმელში იყო მოთავსებული.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).