პარიზში, სასტუმროში დაკარგული €750 ათასის ღირებულების ბეჭედი მტვერსასრუტში იპოვეს

პარიზში, სასტუმროში დაკარგული €750 ათასის ღირებულების ბეჭედი მტვერსასრუტში იპოვეს

პარიზში, სასტუმრო „რიცში“ დაკარგული ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 750 ათას ევროს შეადგენს, მტვერსასრუტში აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბეჭედი მალაიზიელ ქალს ეკუთვნის, რომელიც „რიცის“ სტუმარი იყო. პარასკევს მან პოლიციას მიმართა, რადგან ეჭვობდა, რომ ბეჭედი სასტუმროს თანამშრომლებმა მოჰპარეს. მისი თქმით, მან ბეჭედი მაგიდაზე დატოვა, თვითონ კი შოპინგზე წავიდა, დაბრუნებისას კი ბეჭედი ადგილზე აღარ დახვდა.

თუმცა კვირას „რიცის“ დაცვის თანამშრომლებმა დაკარგული ძვირფასეულობა მტვერსასრუტის ტომარაში იპოვეს.
ბეჭდის მფლობელი ამ დროს უკვე ლონდონში იყო, თუმცა ცნობილია, რომ თავისი ნივთის დასაბრუნებლად საფრანგეთის დედაქალაქში მალევე დაბრუნდება. „რიცმა“ მას კომპენსაციის სახით 3 ღამის განმავლობაში სასტუმროში უფასოდ დარჩენა შესთავაზა, თუმცა ცნობილია, რომ ქალი ამ წინადადებას არ თანხმდება.