ზაურ დარგალი: რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხიდან გამომდინარე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ზაურ დარგალი: რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხიდან გამომდინარე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხიდან გამომდინარე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაურ დარგალმა ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა, სადაც იგი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

მან დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხიდან გამომდინარე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იცით, რომ დღეს საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების, „შუა დერეფნის“ განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა დარგალმა.

შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.