ამ ადამიანებს, ამ ბრენდის ქვეშ ხელისუფლებაში მოსვლის იმედი არ აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მინდა მათ ერთი საიდუმლო გავუმხილო - ამ ადამიანებს და ამ ღირებულებების მატარებლებს არც სხვა ბრენდის ქვეშ ამ ქვეყანაში აღარ ექნებათ შესაძლებლობა ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად ბაჩო დოლიძემ დატოვა. ნიკა მელიას გუნდის წევრი ამბობს, რომ ახლა ახალი მოძრაობის დროა. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ ქუთაისის საკრებულოს წევრებიც. პარტია ასევე დატოვა იმერეთის მუნიციპალიტეტში ასეულობით წევრმა.