ზურაბ პატარიძე: ბაქოში დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან მნიშვნელოვანი, წლის შემაჯამებელი ვიზიტი შედგა

ზურაბ პატარიძე: ბაქოში დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან მნიშვნელოვანი, წლის შემაჯამებელი ვიზიტი შედგა

დღეს ბაქოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან მნიშვნელოვანი წლის შემაჯამებელი ვიზიტი გაიმართა, - ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარიძემ განაცხადა.

მან აზერბაიჯანში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შეაფასა.

„შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი. აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით. ეს ვიზიტი მისცემს კიდევ დამატებით იმპულსს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, - განაცხადა პატარიძემ.

შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.