შალვა პაპუაშვილი: მე ოპტიმისტურად ვუყურებ ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის შეხვედრას

შალვა პაპუაშვილი: მე ოპტიმისტურად ვუყურებ ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის შეხვედრას

მე ოპტიმისტურად ვუყურებ ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მთავარი დოკუმენტი - ეს არის ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არის პოზიტიური, რომელიც რეკომენდაციაც არის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე და ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.