გიორგი ვოლსკი: საქართველოს განიხილავენ პაკეტში თუ ცალკე ამაზე საუბარი არ არის, ჩვენ ჩვენი დამსახურება გვაქვს

გიორგი ვოლსკი: საქართველოს განიხილავენ პაკეტში თუ ცალკე ამაზე საუბარი არ არის, ჩვენ ჩვენი დამსახურება გვაქვს

საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და შიდა ევროპულ ფორმატში არ არის მიღებული რაღაც გარიგებების საკითხებზე ასეთი მსჯელობა, როგორც ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე ზოგიერთ სუბიექტს უნდა რომ წარმოაჩინოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს უნგრეთში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა.

„საქართველოს განიხილავენ პაკეტში თუ ცალკე ამაზე საუბარი არ არის. ჩვენ ჩვენი დამსახურება გვაქვს, ისევე, როგორც წარმატებას ვუსურვებ და ყოველთვის პოლიტიკურად მხარს ვუჭერდით უკრაინას, არა მარტო კანდიდატობის საკითხთან დაკავშირებით. განსხვავებით უკრაინის ხელისუფლებისაგან, რომლებმაც მეორე ფრონტის გაუხსნელობის გამო ელჩი გაიწვიეს და ჩვენი ელჩი ფაქტობრივად გამოაგდეს, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენსა და უკრაინის შორის მეგობრობის კარგ საქმეს. ეს თემა თვითონ სპეკულაციური თემაა, რომ აი, პაკეტში იქნება თუ პაკეტის გარეთ და ერთმანეთზეა დამოკიდებული. ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველო თავისი მაჩვენებლებით იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და შიდა ევროპულ ფორმატში არ არის მიღებული რაღაც გარიგებების საკითხებზე ასეთი მსჯელობა, როგორც ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე ზოგიერთ სუბიექტს უნდა რომ წარმოაჩინოს. ახლა უახლოეს პერიოდში იგეგმება ვიქტორ ორბანის და ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა. აქვს თავისი გარკვეული მოსაზრებები უნგრეთს, მაგრამ თემა ასეთი გაცვლითი გარიგება რა საკვირველია ეს არ არის არც ტრადიციაში და არც მოსალოდნელი, რომ საქართველოს მაჩვენებლები რაღაცის გამო გვერდით გადაიდოს ან, პირიქით უკრაინის მაჩვენებლები გადაიდოს გვერდით “,- აღნიშნა ვოლსკიმ.