გიორგი ვოლსკი: წარმატება გარდაუვალია და რისი ღირსიც არის საქართველო ზუსტად იმას მიიღებს ევროკავშირისაგან და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სულ უახლოეს ხანში

გიორგი ვოლსკი: წარმატება გარდაუვალია და რისი ღირსიც არის საქართველო ზუსტად იმას მიიღებს ევროკავშირისაგან და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სულ უახლოეს ხანში

წარმატება გარდაუვალია და რისი ღირსიც არის საქართველო ზუსტად იმას მიიღებს ევროკავშირისაგან და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სულ უახლოეს ხანში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ბუდაპეშტიდან ჩართვისას განაცხადა.

„ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს 9 რეკომენდაცია არის პროცესი, რომელიც ვფიქრობ წარმატებით მიმდინარეობს იქამდე, სანამ „ქართულ ოცნებას“ უჭირავს ეს სადავეები ხელში. შიდაპოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა ჩვენს გარშემო დესტაბილიზაციაზე არიან ორიენტირებულები რადგან არ აქვთ იმედი, რომ არჩევნებში ექნებათ რამე წარმატება. ეს სამწუხარო ორი რეალობა ერთმანეთს ემთხვევა და ხელშეშლის თემა ისევ აქტუალურია. ისევ აქვს ადგილი ბრიუსელის დერეფნებს, დეზინფორმაციის და ფეიკ ნიუსების გავრცელებას საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა წარმატება გარდაუვალია და რისი ღირსიც არის საქართველო ზუსტად იმას მიიღებს ევროკავშირისაგან და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სულ უახლოეს ხანში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.