ნიკოლოზ მეტრეველი: ხოშტარიას თუ სურს Mona.ge-ს სია ოდნავ ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად მამამისი, გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს

ნიკოლოზ მეტრეველი: ხოშტარიას თუ სურს Mona.ge-ს სია ოდნავ ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად მამამისი, გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, „დროას” და „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერების, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმის, mona.ge-ს შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მეტრეველის თქმით, თუ ხოშტარიას სურს, აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია ოდნავ მაინც იყოს ობიექტური, მასში მისი მამა - გოგი ხოშტარიაც უნდა ჩაწეროს.

„ელენე ხოშტარიას თუ სურს Mona.ge-ის სია ოდნავ მაინც ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს. მასზე მეტად მედროვე და პრეზიდენტ გამსახურდიას გამყიდველი არავინ მეგულება.” - წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.