როგორ შეიძლება უნგრეთის პოზიციამ საქართველოზე იქონიოს ნეგატიური გავლენა, როცა ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია უნგრეთი. წარმოიდგინეთ რა არგუმენტს იგონებენ, როგორ არ უნდათ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„როგორ შეიძლება უნგრეთის პოზიციამ, რომელიც არის ამ ქვეყნისა და მისი ევროინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი და ლობისტი, პირდაპირ რომ ვთქვათ, იქონიოს ნეგატიური გავლენა. მათი და უკრაინის ურთიერთობაში ჩვენ ვერევით ერთადერთი რამით, რომ მოვუწოდებთ უნგრელებს, მადლობა, რომ ასე გვიჭერთ მხარს და ლობირებთ ჩვენს საკითხს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ უკრაინასაც არ შეუშალოთ ხელი ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში. ახლა ან ჩვენმა, ან უნგრელების საქართველოს მიმართ დამოკიდებულებამ და პოზიციამ როგორ შეიძლება ხელი შეგვიშალოს. რეალური მოლოდინია, რომ ხელი შეგვიწყოს და ხელი როგორ უდნა შეგვეშალოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.