შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტია - უნგრეთს ჩვენ მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს და ეს შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული წევრის ხმა გადამწყვეტია და მგონი, რომ ჩვენი ოპონენტები ამაში უნდა დარწმუნდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

„უნგრეთის კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ რამდენად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ყოფილა, ამაში უნდა დარწმუნდნენ. ჩვენ გვესმის უნგრეთიდან მხარდაჭერის გზავნილები და ეს არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ოპონენტები მიხვდებიან და გაიაზრებენ საკუთარ დამოკიდებულებას. უნგრეთს აქვს საქართველოს მიმართ პოზიტიური განწყობა და ეს შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით ბუდაპეშტშია. ვიცე-პრემიერის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან.