მიხეილ დაუშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ

მიხეილ დაუშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ

„ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას - ჩვენ ამას ვითხოვთ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ხობის საკრებულოს 11 წევრის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არავინ, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობამ“ ხელი არ უნდა შეუწყოს „ოცნების“ გაძლიერებას. ამას ნუ აკეთებენ - ჩვენ ამას ვითხოვთ. შიგნით როგორ გადალაგდებიან, არ მაინტერესებს“, - აღნიშნა დაუშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხობის საკრებულოს 11-მა წევრმა დატოვა.