„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა

„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა და 100-დან 76 ქულით შეფასდა.

ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, ისლანდიას 100-დან 94 ქულა აქვს მინიჭებული, ესტონეთს კი – 93. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთი 30 ქულითაა შეფასებული, აზერბაიჯანი 37 ქულით, სომხეთი კი 72 ქულით.