„ალიას“ დღევანდელი რესპონდენტი ჰოლანდიაში ცხოვრობს და დევიდ დე იონგად გამეცნო. მას დათო ჰქვია, ქართველია, მაგრამ ქართულ გვარს შეგნებულად არ მიმხელს. მიზეზი მარტივია - დათო ჰომოსექსუალისტია, ის ჰოლანდიაში გათხოვდა და ახლა, როგორც თავად ამბობს, ქმრის გვარზეა.
„ალია“ მას ჰოლანდიის ქალაქ ვალვაიკში დაუკავშირდა.
დათო, როდის და როგორ გათხოვდი?
- ცისფერი ვარ და ჯერ თბილისში მყავდა საყვარლები, მაგრამ მანდ არ მასვენებდნენ, ხან უბანში ბიჭებმა მცემეს, ხან პოლიციამ დამიჭირა.
ისე უბნელ ბიჭებს კარგი უქნიათ, მე თუ მკითხავ.
- რატომ, ვისი რა საქმეა მე რას ვაკეთებ. თუ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, იქ ჩემნაირების ადგილიც უნდა იყოს.
კი მაგრამ, ქართულ ტრადიციებს რა ვუყოთ?
- შენ რა გგონია, ბრიტანეთსა და ესპანეთს, საფრანგეთს ნაკლები ისტორია და ტრადიციები აქვთ? მეტი რა გინდა, ალექსანდრე მაკედონელიც კი ცისფერი ყოფილა.
მერე, ეგ სტიმული იყო შენთვის?
- არა, მე ფიზიოლოგიურად არ ვიყავი მამაკაცი და ჩემი ადგილიც ვიპოვნე, ჩამოვედი ჰოლანდიაში და დავოჯახდი.
შენი ქმარი ვინ არის?
- ყოფილი ჩოგბურთელია, სახელოვანი არ იყო მაინცდამაინც. ახლა მწვრთნელად მუშაობს, პარალელურად კოლეჯში ასწავლის ფიზკულტურას.
ქორწილი გქონდათ?
- კი, ხელი არ მოგვიწერია, ისე, ვიწრო წრეში აღვნიშნეთ.
და შენ, ქართველი კაცი პატარძლად ეჯექი ვიღაც ჰოლანდიელ ნაბიჭვარს?
- წესიერად ილაპარაკე თორემ ნაბიჭვარს განახებ... მე არ დამირეკავს შენთვის, შენ დამირეკე და ნაცნობობით ისიც. ხომ არ გავიწყდება, რომ ჩემთან ინტერვიუთი ისტორიაში შეხვალ?
როგორ შევალ?
- პირველი ქართველი ცისფერი ვარ, რომელიც გათხოვდა და მისგან ინტერვიუს იღებ.
შენ კი შეხვალ „ისტორიაში“, ჩემი რა გითხრა... ისე, რა იცი პირველი ხარ თუ მეათე, რა იცი რა ხდება იგივე ჰოლანდიაში, დანიაში, საფრანგეთში ან სხვაგან?
- მე უკვე ოფიციალურად ვაფიქსირებ ამ ფაქტს და მერე ვინ რას იტყვის არ მაინტერესებს.
შენნაირი ქართველი „ვაჟკაცი“ ბევრია ჰოლანდიაში?
- ბევრი არა, მაგრამ არიან. ბელგიაში და ჰოლანდიაში არის ორი გათხოვილი, ადრე ვდაქალობდით, გვარ-სახელებს არ გეტყვი, რა თქმა უნდა, ისინიც ქმრების გვარზე არიან.
საოჯახო საქმეებს ერთად აკეთებთ?
- არა, მე და ვილის გადანაწილებული გვაქვს საქმეები. მე სხვა კოლეჯში ვმუშაობ, ფრანგულს ვასწავლი. სხვათა შორის, თბილისში რომ ვიყავი, ჩემისთანა ფრანგულის სპეციალისტი ბევრი არ იყო, მაგ წერილით ბევრი გამიხსენებს. ვილი მეხმარება საოჯახო საქმეებში, თუ საჭიროა, მერე მეც ვეხმარები კაცურ საქმეში. ძალიან შეხმატკბილებულნი ვართ.
რამდენი წლის ხარ?
- 29 წლის. ვილი 34 წლისაა.
იმ ვილის მშობლებმა თუ იციან თქვენი ამბავი?
- იციან, ისინი ეინდჰოვენში ცხოვრობენ. რომ გითხრა, სიხარულით გადაირივნენ ჩვენი ამბავი რომ გაიგეს-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ არც დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ. შეგნებული ხალხია. ვილის და მოდის ხოლმე ჩვენთან და შენგან განსხვავებით, არაფერი უკვირს.
შენმა მშობლებმა ცხადია არ იციან შენი ამბავი?
- სად მყავს მშობლები? პატარა ვიყავი მამამ რომ მიმატოვა, დედა კი 12 წლისას დამეღუპა. ბებიამ და დეიდამ გამზარდეს და დღეს არც ერთია ცოცხალი.
ვინ დაგრჩა საქართველოში და შენმა ახლობლებმა იციან შენი გათხოვების შესახებ?
- ერთი დეიდაშვილი დამრჩა, გოგო - ნათია, იმან ყველაფერი იცოდა თავიდან და ძალიან მითანაგრძნობდა. ის ჩემი ნამდვილი სულიერი მეგობარია. 4 წელი იყო აქ და მუშაობდა, მერე საქართველოში წასვლა არჩია, ახლა ისევ აქ აპირებს ჩამოსვლას. ეგონა, რევოლუციის მერე რამე შეიცვლებოდა და ფული წამოიღო, ბიზნესს დავიწყებო, მაგრამ ახლა ისევ აქ აპირებს ჩამოსვლას.
როგორ ეგუები ცოლის როლს, სულ არ „გიტყდება“?
- მოდი რა, ტელეფონით ინტიმურ დეტალებზე ნუ ვისაუბრებთ, ჩემი საქმისა მე ვიცი. როდის დაგირეკე და გითხარი, რამე მიჭირს და დამეხმარეო? ძალიან კარგად ვეგუები.
ისე, ვილი ხომ არ გცემს ხოლმე?
- რაოო... განა საქართველოა. ეგღა მაკლია, ხელი დამაკაროს. ხომ გითხარი არა, ძალიან ტკბილად ვცხოვრობთ-მეთქი.
ეგ შენი ვილი ქალებში არ დადის, მარტო კაცები უყვარს?
- მარტო მე ვუყვარვარ, მე ვარ მისთვის ყველაფერი და ეგ მეორედ არ მითხრა.
ხელის მოწერას როდის აპირებთ?
- ეგ არ არის შენი საქმე.
აბა, დე იონგი, როგორ ხარ, როცა ხელი არ მოგიწერიათ?
- არ არის-მეთქი შენი საქმე. დედაა, არ გამიწყალა ამ კაცმა გული? რა გინდა შენ, ვილის გვარით ვეცნობი მე ყველას და დევიდი მქვია და არა დათო, შენც ეგრე მელაპარაკე.
ისე, დევიდი რატომ აირჩიე, ბარემ ქალის სახელი დაგერქმია - ქეთრინი ან ჯულია?
- მე ვიცი რასაც ვაკეთებ, თუ საჭიროა, სახელსაც გამოვიცვლი, ახლა დევიდი მჭირდებოდა და ყველაფერს ვერ გეტყვი.
რამე საიდუმლოა?
- საიდუმლო არ არის, მაგრამ რაც მქვია, ახლა ის არის საჭირო.
საქართველოში ამ ინტერვიუს მერე, ალბათ, აღარც ჩამოგესვლება. თავად იძახი, ბევრი ამომიცნობსო.
- არც ვაპირებ ჩამოსვლას. ეგ კი არა, მე და ვილი ამერიკაში ვაპირებთ საცხოვრებლად წასვლას. იქ ორივეს მეგობრები გვყავს და რამდენიმე წლით წავალთ.
ის თქვენი მეგობრებიც თქვენსავით ორიენტაცია დაუდგენელი ხალხია?
- ჩვენ დადგენილი გვაქვს ყველაფერი, მანდ მიხედეთ საქმეს მანდ!