გოგა ხაინდრავა: 7 ნოემბრის მერე „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებული იყო როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ნათელი გახდა, რომ ისინი არიან ნაცისტები

გოგა ხაინდრავა: 7 ნოემბრის მერე „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებული იყო როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ნათელი გახდა, რომ ისინი არიან ნაცისტები

ის ფაქტი, რომ იყო შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილიც მოცილების, ანუ ტერორისტული აქტის, დაადასტურა თავისი ჩვენებაში კრიმინალურმა ავტორიტეტმა მამარდაშვილმა, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„ეს მამარდაშვილი ელაპარაკება ცნობილ „მასტერას“ [გია დგებუაძე], სადაც „მასტერა“ ეუბნება, რომ ჩვენ პატარკაციშვილი უნდა მოვიცილოთო. გარდა ამისა, ჩეჩენი საველე მეთაური [უვაის ახმედოვი] პირდაპირ აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემიკვეთეს პატარკაციშვილის მკვლელობა და მითხრეს, ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ ყველაფერი რუსეთს დაჰბრალდესო“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცისტური ძალაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბრის მერე დამთავრებული იყო როგორც საზოგადოებისთვის ისე, მთელი მსოფლიოსთვის, რადგან იქ გახდა ნათელი, რომ ისინი არიან ნაცისტები, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას. ამას დაემატა ის უბედურება, რაც საპატიმროებში ხდებოდა“, - აღნიშნა ხაინდრავამ.