Toy Story 5 ვუდისა და ბაზის ახალი თავგადასავლით მალე დაგვიბრუნდება

Toy Story 5 ვუდისა და ბაზის ახალი თავგადასავლით მალე დაგვიბრუნდება

Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ აიგერმა, ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ ახალ Toy Story მუშაობდნენ. იმ დროისთვის ანიმაციური ფილმის შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. როგორც ჩანს, Toy Story-ის ახალი ნაწილი მხოლოდ სპინოფი არ იქნება და ფილმი მთლიანად ვუდისა და ბაზის ისტორიას დაუბრუნდება.

Toy Story 5-ის შესახებ ტიმ ალენმა, რომელიც ანიმაციაში ბაზს ახმოვანებს, The Tonight Show-ში სტუმრობისას ისაუბრა. მსახიობის თქმით, მას Disney უკვე დაუკავშირდა და Toy Story 5-ს იმაზე ადრე ვიხილავთ, ვიდრე ამას მაყურებელი ელოდა.

"Disney-დან მე და ტომ ჰენკსს უკვე დაგვიკავშირდნენ და პერსონაჟების გახმოვანება ისევ გვთხოვეს. ანიმაციის შესახებ ბევრს არაფერს გვეუბნებიან, თუმცა ჭორების მიხედვით, სცენარისტი, რომელიც Toy Story 5-ზე მუშაობს, ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, რომ Toy Story 5 ისტორიის ძალიან საინტერესო გაგრძელება იქნება", — განაცხადა ტიმ ალენმა, თუმცა მსახიობს ანიმაციის სცენარისტის ვინაობა არ გაუმჟღავნებია.

შეგახსენებთ, რომ Toy Story-ის პირველი ნაწილი ეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა და პოპულარულიც მალევე გახდა. საერთო ჯამში, ანიმაციური ფილმის სამმა ნაწილმა $1 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება ნახა. Toy Story 4 კი ეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა და მისმა შემოსავალმა $1 მილიარდ დოლარს მალევე გადააჭარბა. რაც შეეხება Toy Story 5-ს, პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.