ინგრედიენტები
4 ცალი კარტოფილი
1 თავი ხახვი
მარილი და პილპილი გემოვნებით
45 გრამი კარაქი
3 ს/კ ფქვილი
1/2 ჩ/კ მარილი
2 ჭიქა რძე
1 1/2 ჭიქა გახეხილი ყველი
მომზადება
გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსამდე. მცირე ზომის ჭურჭელს(დაახლოებით 1.2ლ. მოცულობის) მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი.
გათალეთ კარტოფილი და დაჭერით 6-7 მილიმეტრის სისქის ნაჭრებად. დაჭერით ხახვი რგოლებად. მოათავსეთ კარტოფილის ნახევარი ჭურჭლის ფსკერზე. ზომედან დაალაგეთ ხახვის რგოლები. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და პილპილი. შემდეგ დაალაგეთ კარტოფილის დარჩენილი ნახევარი და კვლავ გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
საშუალო ზომის ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ მასში კარაქი. ჩაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი და განუწყვეტლივ ურიეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნელ-ნელა ჩაუმატეთ რძე და ურიეთ, სანამ არ შესქელდება. ჩაუმატეთ გახეხილი ყველი(მაგალითად: უმარილო სულგუნი) და ურიეთ სანამ არ გადნება(დაახლოებით 1 წუთით). მოასხით მდნარი ყველის მასა კარტოფილს და დააფარეთ ჭურჭელს ალუმინის ფოლგა. აცხვეთ გახურებულ ღუმელში 1 მთელი 1/2 საათის განმავლობაში. თუ გსურთ, რომ ზედაპირი შეიბრაწოს, ბოლო 20 წუთით მოხადეთ ფოლგა.
თუ არ გიყვართ ხახვი, ნუ გამოიყენებთ მას, გაზარდეთ ყველის მასა და მოასხით კარტოფილის ორ ფენას შუა. ზემოდან კი პურის კუბიკები მოაყარეთ და ხრაშუნა კერძი გამოგივათ.