BBC-მ გამოაქვეყნა 2003 წლის ინტერვიუ, რომელშიც ანონიმურმა მხატვარმა საკუთარი სახელი გააჟღერა.
გამოცემის ინფორმაციით, ინტერვიუ ნაიჯელ ვრენჩის მიერ არის ჩაწერილი. 2003 წელს ის ეთერშიც არასრულად გავიდა. ეს ბენქსის ერთ-ერთ პირველი ინტერვიუა.
საუბრის დასაწყისში ვრენჩი ბენქსის ეკითხება, შეუძლია თუ არა მიმართოს სახელით, რომელიც გამოცემა Independent-მა გამოიყენა. მხატვარი ამას ეთანხმება, რის შემდეგაც ჟურნალისტი აზუსტებს: „რობერტ ბენქსი, ჰო“? „რობი ვარ“, - პასუხობს მხატვარი.
ივლისში BBC-მ 10-სერიანი პოდკასტი The Banksy Story გამოუშვა. მისი მოსმენის შემდეგ, ვრენჩმა ძველი ინტერვიუ აღმოაჩინა, რომელიც 21 ნოემბერს ბონუს-ეპიზოდის სახით გამოაქვეყნეს.
სოციალურ ქსელებში დიდი ხანია სპეკულირებდნენ, რომ სტრიტ არტის ყველაზე ცნობილ მხატვარს რობინი, რობერტი ან რობი ჰქვია.
ბენქსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრიტ-არტ მხატვარია. მისი ვინაობის დადგენას ათწლეულების განმავლობაში ცდილობენ. ყველაზე გავრცელებული ინფორმაციით, მისი ნამდვილი სახელი რობინ განინგემია. ამ ვერსია ტაბლოიდმა Mail on Sunday გააჟღერა. მოგვიანებით ის დედოფალ მერის ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გეოგრაფიული პროფილირების კვლევით დაადასტურებს.
სხვა ვერსიის მიხედვით, ბენქსი ჯგუფ Massive Attack-ის ერთ-ერთ დამფუძნებელი რობერტ დელ ნაიაა. ამ თეორიის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ბენქსის ნამუშევრები ხშირად ჩნდება იქ, სადაც ჯგუფის კონცერტები იმართება. ამასთან, ცნობილია, რომ დელ ნაია ახალგაზრდობაში გრაფიტით იყო გატაცებული. თავად მუსიკოსი ამბობდა, რომ ბენქსი მისი ახლო მეგობარია.