მოლდოვა, უკრაინა ასევე 5%-იანი ბარიერებით ატარებენ არჩევნებს, აგერ პოლონეთში არჩევნები იყო ახლახან, სადაც 5%-იანი ბარიერი იყო და არავის ჰქონია პრობლემა და საქართველოს შემთხვევაში რატომ უნდა გახდეს ეს პრობლემა?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ევროკავშირის ელჩმა ძალიან მარტივი რამე თქვა - კანონმდებლობა როგორიც არ უნდა იყოს, უნდა იყოს ცხადი - 5%-იანი იქნება, თუ 3-%-იანი, პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ ახლავე, რადგან წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად იწყება. ბატონმა ჰერჩინსკიმ აქვე დააყოლა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრს აქვს 5%-ზე დაბალი ბარიერი, ზოგს კი აქვს 5%-იანი ბარიერი. იგივე მოლდოვა, უკრაინა ასევე 5%-იანი ბარიერებით ატარებენ არჩევნებს, აგერ პოლონეთში არჩევნები იყო ახლახან, სადაც 5%-იანი ბარიერი იყო და არავის ჰქონია პრობლემა და საქართველოს შემთხვევაში რატომ უნდა გახდეს ეს პრობლემა, მითუმეტეს როცა ვნახეთ, რომ ნულოვანმა ბარიერმა პოლარიზაცია არათუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრა. პარტია რომ 90 000 ხმას ვერ აგროვებს, ის ხომ პარტია არ არის, ის არის რაღაც ინტერესთა ჯგუფი, ე.წ. ენჯეო. 90 000 კაცის ინტერესსაც თუ არ გამოხატავ, რამენაირად პარლამენტის გარეშეც შეგიძლია ჩართული იყო პროცესებში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები რიან ჩართულები“, - აღნიშნა დავითულიანმა.