ახალ ზელანდიაში, პოლიციამ მოკლა კაცი, რომელმაც 4 წლის წინ საკუთარი შვილები გაიტაცა და გაუჩინარდა

ახალ ზელანდიაში, პოლიციამ მოკლა კაცი, რომელმაც 4 წლის წინ საკუთარი შვილები გაიტაცა და გაუჩინარდა

კაცი, რომელიც ახალ ზელანდიაში თითქმის 4 წლის განმავლობაში საკუთარ შვილებთან ერთად ველურ ბუნებაში იმალებოდა, პოლიციამ მოკლა.

სამართალდამცველებმა ძარცვის შესახებ მიიღეს შეტყობინება, ადგილზე მისულებმა კი ტომ ფილიპსი ერთ-ერთ შვილთან ერთად შენიშნეს - კაცი მოტოციკლს მართავდა. ის არ დაემორჩილა ოფიცრების მოთხოვნას გაჩერების შესახებ, რის შემდეგაც სამართალდამცველები მას აედევნენ. ფილიპსი მოკლეს, როდესაც მან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და ერთ-ერთ მათგანი თავში დაჭრა.

ბავშვთან გასაუბრების შემდეგ სამართალდამცველებმა ფილიპსის დანარჩენი 2 შვილიც იპოვეს.

ფილიპსს 2021 წლის დეკემბრიდან ეძებენ, როდესაც მან 8 წლის ემბერი, 9 წლის მავერიკი და 11 წლის ჯეიდა მათ დედასთან კამათის შემდეგ სახლიდან გაიყვანა და ტყეში გაიხიზნა.

2024 წელს 3 ბავშვი ღორებზე მონადირეებმა ნახეს. მათი თქმით, ფილიპსს ხელში იარაღი ეჭირა, ბავშვებს კი ნიღბები ეკეთათ და ზურგჩანთები მიჰქონდათ. ერთ-ერთი მონადირის კითხვას, იცოდა თუ არა ვინმემ რომ ისინი ტყეში იმყოფებოდნენ ერთმა ბავშვმა უპასუხა: „მარტო თქვენ“.

ეს პირველი შემთხვევა იყო ოჯახის გაუჩინარების შემდეგ, როდესაც სამივე ბავშვი ერთად ნახეს. ბავშვების დედამ, კეტმა პოლიციას მოუწოდა მეტი გააკეთონ მისი ყოფილი პარტნიორისა და შვილების პოვნისთვის.

ამ ხნის განმავლობაში ცოლი, მშობლები და და ფილიპსს დაბრუნებისკენ მოუწოდებენ და მხარდაჭერას სთავაზობდნენ. ამ დრომდე უცნობია რამ აიძულა კაცს ბავშვების გატაცება და გაქცევა.