სუკი უეტერჰაზი და რობერტ პატინსონი ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
ფეხმძიმობის შესახებ მომღერალმა საზოგადოებას ინფორმაცია 19 ნოემბერს კონცერტზე დაუდასტურა.
„ვიფიქრე რამე ბრჭყვიალას ჩავიცვამდი იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება გადამეტანა იმ საკითხიდან, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ გამომდის“, - აღნიშნა სუკიმ.
მას მოკლე, ბრჭყვიალა კაბა ეცვა, რომელიც კარგად უსვამდა ხაზს მის ფეხმძიმობას. ზემოდან, კი ვარდისფერი მოსაცმელი ამშვენებდა.
ეს სუკი უეტერჰაზი და რობერტ პატინსონის პირველი შვილი იქნება.