აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტრადიციის თანახმად, მადლიერების დღესთან დაკავშირებით 2 ინდაური შეიწყალა. როგორც CNN-ი წერს, წელს ლიბერთისა და ბელს გაუმართლათ.
მადლიერების დღეს უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად. მადლიერების დღეს აშშ-ში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ.
ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს აშშ-ში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ინდაური, თუმცა თეთრ სახლში 1940 წლიდან ინდაურების შეწყალების ტრადიცია დამკვიდრდა.
1940-იანების შუა წლებში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი ჰარი ტრუმენს ეკავა. მაშინ მან პირველად შეიწყალა დასაკლავად განწირული ინდაური. შემდეგ ტრუმენს სხვა პრეზიდენტებმაც მიბაძეს, თუმცა ცერემონიას ოფიციალური სახე მხოლოდ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მისცეს.