ინგრედიენტები
100 გრამი ფქვილი
2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1 ს/კ შაქარი, ან გემოვნებით
1 ცალი კვერცხი
150 მლ/ლ რძე
25 გრამი გამდნარი კარაქი
1 ცალი ლიმონის ცედრა
ქიშმიში
მომზადება
დიდ თასში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და შაქარი.
შუაგულში გააკეთეთ ჩაღრმავება და მოათავსეთ კვერცხის გული, რძე, ლიმონის გახეხილი ცედრა და გამდნარი კარაქი. შეურიეთ ხის კოვზით.
კვერცხის ცილა ცალკე ჯამში გამყარებამდე თქვიფეთ და შეურიეთ ცომს.
გააცხელეთ ტაფა და დაასხით ზეთი.
ცომი კოვზით ტაფაზე გადაიტანეთ და ქიშმიში მოაყარეთ.
წვით ორივე მხარეს დაბრაწვამდე.
მიირთვით თბილი. გემრიელია თაფლთან ან ჯემთან ერთად.